გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარის, პროფ. როჯერ ქაშმორის საჯარო ლექცია
- 23 თებერვალი, 2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის, გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარის, პროფ. როჯერ ქაშმორის საჯარო ლექცია/ პრეზენტაცია - „ენერგეტიკა 21-ესაუკუნეში“ (“Energy in the 21st Century”) გაიმართა.
როჯერ ქაშმორი, ასევე, არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე.
მეცნიერების პოპულარიზაცია და „STEM”-ის მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზანს ემსახურება საგრანტო პროგრამები, რომელთაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს, მათ შორისაა „მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი ლეონარდო დავინჩი“. კონკურსის გამარჯვებულები ძირითადად არიან საქართველოს ფიზიკა-მათემატიკის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა კონკურსებშიც მონაწილეობენ და საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენენ საქართველოს. მოსწავლეთა შორის „STEM”-ის მიმართულების განვითარება საქართველოს მომავალია.